2020-2021 წლის საპატიო ზუგდიდელები


  • ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების 2020-2021 წლების ნომინანტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

საპატიო ზუგდიდელის წოდება ბონდო ჯიქიას, თენგიზ შანავას, ციალა პაჭკორიას, მადონა ხარებავას, დეკანოზ ფრიდონ ასათიანს და კლიმენტ კიკალიშვილს მიენიჭათ.

ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება კი მიმოზა ცანავას, მართა ანნა გავინეკ-დაგარგულიას, ოთარ გაბელიას, თენგიზ ცერცვაძეს, ნოდარ ჭითანავას და ალექსანდრე ნაჭყებიას მიენიჭათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის კვინტეტი და პიანისტი ნიკა ნიკვასვილი, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია“ და მომღერალი ნანა ჩიქავა მონაწილეობდნენ. ღონისძიების წამყვანი ლევან ხურცია იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!