2020 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები დასახელდა – რომელ ადგილს იკავებს საქართველო


  • გაერო 2020 წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს ასახელებს. კვლევას, რომელიც სულ 156 ქვეყანაში ჩატარდა, 6 ინდიკატორი ჰქონდა, რის მიხედვითაც ქვეყნის ბედნიერების ინდექსი დგინდება. ეს ინდიკატორებია: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრება, თავისუფლება, მასპინძლობა და კორუფციის დონე.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მე-3 წელია უცვლელად ფინეთი იკავებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში სკანდინავიის/ნორდიკული ქვეყნები ლიდერობენ.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: ფინეთი, დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია.

ბოლო 5 ადგილს კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, რუანდა, ზიმბაბვე, სამხრეთ სუდანი და ავღანეთი იკავებენ.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში 156 ქვეყანას შორის საქართველო 117-ე ადგილზე მოხვდა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი -89-ე, თურქეთი -93-ე, ხოლო რუსეთი 73-ე ადგილზე იმყოფება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!