2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსები


  • საერთაშორისო ბიზნესჟურნალმა Forbes 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მუსიკოსების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. სიას გავლენიანი ჩიკაგოელი მუსიკოსი, ქანიე ვესთი 170 მილიონი აშშ დოლარით ლიდერობს. მისი შემოსავლის მთავარი წყარო კვლავინდებურად კომპანია “ადიდასთან” თანამშრომლობით შექმნილი ფეხსაცმლის პოპულარული ბრენდი Yeezy გახლავთ.

მეორე პოზიციაზე სახელოვანი პოპ მომღერალი ელტონ ჯონია დასახელებული, რომლის შემოსავალმაც, 2019 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 81 მილიონი შეადგინა. მასზე 9 მილიონით ნაკლები გამოიმუშავა ახალი თაობის პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ.

“ფორბსის” მიერ გამოქვეყნებული სრული ნუსხა ასე გამოიყურება:

01. Kanye West – $170 მლნ
02. Elton John – $81 მლნ
03. Ariana Grande – $72 მლნ
04. Jonas Brothers – $68.5 მლნ
05. Chainsmokers – $68 მლნ
06. Ed Sheeran – $64 მლნ
07. Taylor Swift – $63.5 მლნ
08. Post Malone – $60 მლნ
09. Rolling Stones – $59 მლნ
10. Marshmello – $56 მლნ
11. Shawn Mendes – $54.5 მლნ
12. Jay-Z – $53.5 მლნ
13. Billie Eilish – $53 მლნ
14. BTS – $50 მლნ
15. Drake – $49 მლნ
16. Jennifer Lopez – $47.5 მლნ
17. Pink – $47 მლნ
18. Rihanna – $46 მლნ
19. Luke Bryan – $45.5 მლნ
20. Backstreet Boys – $45 მლნ

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში “ფორბსმა” ქანიე ვესთი მილიარდერად გამოაცხადა. ბიზნესჟურნალის მონაცემებით, მუსიკოსის ქონება 1,3 მილიარდს შეადგენს. თუმცა, ჩიკაგოელმა განაცხადა, რომ გამოცემა ცდება და მისი ქონება რეალურად 3,3 მილიარდი დოლარია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!