აქცია ზუგდიდში

დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ისევ გაიმართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სირცხვილია". აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები: "გახარია მეუ!!!, "რუსეთი ოკუპანტია, "დაისაჯონ მოძალადეები"... აქციის ძირითადი მონაწილეები იყვნენ: რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ახლგაზრდები, სტუდენტები, ადგილობრივი და რეგიონული მედია. სერთო ჯამში,  დაახლოებით 50-მდე მოქალაქე.  

ზუგდიდში მე-18 საუკუნის მუხა წაიქცა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მე-18 საუკუნის მუხა წაიქცა. ა.ა.ი.პ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორი  ზვიად ქარჩავა "ზუგდიდელებთან" საუბარში ამბობს, რომ მუხა ასაკოვანი  და ავარიული იყო. შეფოთლილი  მუხის ფესვებმა, ასაკის გამო. ვერ გაუძლო უხვ ნალექს, ქარს და მისი ფესვები გადასკდა. როგორც ქარჩავა ამბობს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორ მოხდება მუხის ხის ბოტანიკური...

ლანა თოდუა: ჩვენმა მტერმა დაინახა, რა ძალაა ამ პატარა ერში

ლანა თოდუა ზუგდიდელია. ამჟამად, გერმანიაში იმყოფება სასწავლებლად და წინასაუნივერსიტეტო მოსამზადებელი კურსების სკოლაში მეცადინეობს, როგორც გვითხრა, ეს, ენის დახვეწაში ეხმარება. ოქტომბრიდან კი, ჰამბურგის უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას.  -ლანა, რა უნდა იცოდნენ ზუგდიდელებმა შენზე... -პირველ რიგში, უნდა იცოდნენ ის, რომ მთელი ცხოვრება ვიბრძვი და ბრძოლის გარეშე არასდროს არაფერი გამოდის და თუ გამოვიდა ისეთი...

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საგამოძიებო უწყება ხალხს მიმართავს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება მიაწოდონ გამოძიებას, რათა სამართლებრივი რეაგირება დროულად მოხდეს.

აქციის მონაწილეები მოსამართლეების გადადგომასაც ითხოვენ

როგორ მედია ავრცელებს ინფორმაციას, აქციის მონაწილეები „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ავტომობილებით დაიძრნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გახარიას გადადგომასთან ერთად, ისინი ითხოვენ იმ მოსამართლეების გათავისუფლებას, ვინც აქციის დაკავებულ მონაწილეებს პატიმრობა მიუსაჯა. "305 ადამიანი იყო დაკავებული და მათგან 5 უკვე გარეთ არის, ხოლო დანარჩენი 300 ადამიანი დღესვე...

რას ნიშნავს “ნულოვანი საარჩევნო ბარიერი”?

"ნულოვანი ბარიერი ერთ-ერთი კარგი საარჩევნო სისტემაა - ის უზრუნველყოფს მიღებული ხმების მაქსიმალურად ზუსტად გარდასახვას მანდატებში," - ამბობს მედიასთან “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდე. მენაბდის განმარტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი იმას ნიშნავს, რომ პარტიებს ფაქტობრივად იმდენი მანდატი აქვთ, რაც მხარდაჭერა და საზოგადოების განწყობები ზუსტად არის ასახული საკანონმდებლო ორგანოში. ეს კი, მისივე...

სააკაშვილის გამოხმაურება ივანიშვილის ინიციატივაზე

"ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი," - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს. სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, პასუხი უნდა იყოს აქციების მთელ საქართველოში გაგრძელება. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის...

“ქართული ოცნების ინიციატივა”: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდება პროპორციული სისტემით

"ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა", - გამაცხადა პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. "პოლიტიკური...

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …