ლიტერატურის კვირეულის სტუმრები

საქართველოს უნივერისტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ წარმომადგენლობაში ლიტერატურის კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, 7-დან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება ლიტერატურულ-შემოქმედებითი შეხვედრები, საღამოები. დღეს კახათის #2 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის "კარცერ ლუქსი" -ს წევრები და მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალიატთა კლუბის "სარკმელი"-ს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ყმაწვილებმა საყვარელი წიგნები მოიტანეს და რჩეულ პერსონაჟებზე ისაუბრეს. "კარცერ ლუქსისა...

ჯგუშია არასამთავრობოებს და ახალგაზრდებს შეხვდა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თენგო ჯგუშიამ შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ზუგდიდელ ახალგაზრდებთან. შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა განმარტა, რომ ახალგაზრდობის პრობლემის ინვენტარიზება უნდა იყოს მერის ძირითადი ფუნქცია და ნომერ პირველი ამოცანა.

რულოვსი ძველ აბასთუმანში, ჯუმში და ახალსოფელში

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი "კარდაკარის" ფარგლებში გუშინ ძველ აბასთუმანში, ჯუმსა და ახალსოფელში მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად იყვნენ გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.

ნიჭიერ შემოქმედთა კონცერტი სასახლეში

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დარბაზში გაიმართა ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტის ელენე ჩიქოვანისა და მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის აღსაზრდელების კონცერტი. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ზუგდიდის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გეგა შენგელია იმყოფებოდნენ.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …