„კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის“ ინფორმაციით, ჩანაწერთა არსებობის მანძილზე, 2019-2020 წელს, ევროპაში ყველაზე თბილი ზამთარი დაფიქსირდა. დეკემბერ-თებერვლის პერიოდში საშუალო ტემპერატურამ 3,4 ცელსიუს გრადუსს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ცნობისთვის, აქამდე, ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი 2015-16 წლების ზამთარში დაფიქსირდა. ტემპერატურამ აიწია მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც, რაც განსაკუთრებით რუსეთში იგრძნობოდა.
„სხვა რეგიონები, რომლებიც საშუალოზე საკმაოდ თბილი იყო, მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას, ირანს, ავღანეთს, ცენტრალურ აზიას და ჩინეთის დიდ ნაწილს, უფრო მცირე ცვლილებები აქვთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკასა და დასავლეთ ავსტრალიაში”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
წყარო
2019-2020 წელს ევროპაში ყველაზე თბილი ზამთარი იყო
