2016 წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბეჭდავს ინფორმაციას, რომ იწყება 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები. იქვეა გრაფიკი, თუ როდის და სად მოხდება ბიუჯეტის სხვადასხვა პერიმეტრის განხილვა დარგების მიხედვით. 

გრაფიკი ასე გამოიყურება:

 17 ნოემბერი, 15:00 საათი- ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხილვა;

 18 ნოემბერი, 12:00 საათი – ბიუჯეტის სოციალური და ჯანდაცვის ნაწილის განხილვა;
16:00 საათი- ბიუჯეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილის განხილვა.

შეხვედრები ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (მისამართი: რუსთაველის ქ. N 52) გაიმართება:

 24 ნოემბერს 15:00 საათზე  კი ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი საჯარო განხილვა გაიმართება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში (მისამართი: ზვიად გამსახურდიას გამზირი 45)

შეხვედრებს გახსნის ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, რის შემდეგაც, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანია 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

საჯარო განხილვებს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო
აქტივისტები დაესწრებიან. შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნონ და საკუთარი მოსაზრებები და კითხვები სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელ საკრებულოს წევრებთან ერთად განიხილონ.
შეხვვედრებზე დასწრება თავისუფალია, – ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუზლია ნებისმიერ მოქალაქეს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!