- TMZ-ის ინფორმაციით, 200-წლიანი მუხა ფილმიდან “გაქცევა შოუშენკიდან” მსახიობებისთვის სუვენირებად დაჭრეს.
სუვენირების შექმნა ფილმის გამოსვლიდან 25-ე წლისთავს უკავშირდება.
გამოცემის ინფორმაციითვე, თითოეულ სუვენირზე ამოტვიფრულია პერსონაჟის პორტრეტი და მისი ცნობილი ციტატა.
სუვენირებს მიიღებენ მთავარი როლების შემსრულებლები ტიმ რობინსი და მორგან ფრიმენი, ფილმის რეჟისორი ფრენკ დარაბონტი და სხვები.