- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 20 მარტს, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
გასვლა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან 07:00 საათზე განხორციელდება.
ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება “საქართველოს რკინიგზა”.




