“კაზანტიპის” ფესტივალის მსვლელობისას, სასულიერო პირები აპირებენ, განმუხურსა და ანაკლიაში წირვა-ლოცვა ყოველდღიურად ჩაატარონ. ამის შესახებ მათ განცხადება ანაკლიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
როგორც ვიცით, მათ გუშინ ასევე მსვლელობა გამართეს ანაკლიის ცენტრალურ ნაწილში და ქუჩები აკურთხეს.
როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ეწინააღმდეგებიან “კაზანტიპს” და მოუწოდებენ ადგილობრივებს, არ მიიღონ მასში მონაწილეობა, რადგან “იქ სოდომ-გომორის ქადაგება ხდება”.
“კაზანტიპი” ანაკლიაში დღეს იხსნება და 10 დღეს გაგრძელდება.