20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი.

20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 20-21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!