- აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 08:00 – საათიდან, 15 – საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტობუსები გავლენ მაცხოვრისკარის, საჯვარო და საანგუროს სასაფლაოს, ქაფათის სასაფლაოს, ჭითაწყარის I და II სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო რკინიგზის სადგურიდან საკონსერვოსა და ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.