- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერიამ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას, ვლაქერნობის დღესასწაულის ორგანზიებისთვის-ტრაპეზისთვის 20 000 ლარი გადაურიცხა.
15 ივლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, სალიტანიო მსვლელობით, ხდება დადიანების მუზეუმის საცავიდან, ქალაქის მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება, სადაც ზუგდიდელებს და ზუგდიდის სტუმრებს შეუძლიათ მოილოცონ სიწმინდე.