ზუგდიდის კულტურის ცენტრში „ოდიში“ 4 ივლისს, 18:00 საათზე დაგეგმილი მამუკა ჩარკვიანის საიუბილეო საღამო „20 წლის შემდეგ”არ შედგება ჩარკვიანის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო. ამის შესახებ მედიას ,,ოდიშის” დირექტორმა ნინო მამფორიამ შეატყობინა. საღამოს ორგანიზატორი იყო შემოქმედებითი გაერთიანება ,,ფორმულა-97″. ღონისძიებას მხარს უჭერდა ადგილობრივი თვითმმართველობა.