2 მარტიდან 16 მარტამდე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდება


  • საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და აღმზრდელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ა(ა)ი.პ. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა“ , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან კონსულტაციით მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გადაიდოს.

“მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო დაწესებულებებში 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდეს.
სსდმ ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია: ,,გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ ბაღის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სააღმზრდელო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საბავშვო ბაღის ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს ს/ბაღის ინვენტარი, რაც დაავადების თავიდან ასაცილებაში დაგვეხმარება“.-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ცენტრის ფეისიგვერდზე გავრცელდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!