- 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანი პროგრამაში ჩართული ბავშვების კომუნიკაციური, მოტორული, ქცევითი და ვერბალური უნარების გაუმჯობესება, სოციალიზაციის ხელშეწყობა და მათი ოჯახების ინფორმაციითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფაა.
ამავე ინფორმაციით, მიმდინარე წელს პროგრამაში 70 ბავშვია ჩართული.