“1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის არსი და მნიშვნელობა”


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილებამ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩაატარა საჯარო ლექცია -„1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის არსი და მნიშვნელობა“. ისტორიკოსი, პოეტი, ჟურნალისტი  ლაშა გვასალია შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრა რეფერენდუმის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, „მარტის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ და აქ მცხოვრებმა ყველა ეროვნების ადამიანმა და ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ შექმნილიყო სამართლებრივი აქტი, რომელიც შემდგომ გახდა ჩვენი კონსტიტუციური ერთიანი სახელმწიფოს აღიარების.’’ გვასალიას განმარტებით, სანამ ქვეყანა აქტამდე მივიდოდა რთული გზა გაიარა. შეხვედრაზე მან გაიხსენა ზვიად გამსახურდიას კლასელი აწ გარდაცვლილი ცნობილი პროფესორი, ტრავმატოლოგი ზაურ გუნჯუა: “გუნჯუას მოგონებებში ბატონი ზვიადი შთააგონებდა კლასელებს, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ეროვნული მოძრაობის წევრებს 90-იან წლებისთვის, წლებს უნდა მოეტანა განსაზღვრულობა იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველო გამხადარიყო ახალი გზა-ტრანშე, რომელზედაც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები”.

“მე ხშირად გამიგონია და მესმის, რომ ზვიად გამსახურდია არ იყო პოლიტიკოსი, ის იყო მწერალი, ფილოსოფოსი, მეცნიერი და მან უნდა გააკეთოს თავისი საქმე და პოლიტიკა რა მისი საქმეაო. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გადადგა მისი ხელისუფლებაში ყოფნის მცირე დროში, იყო სწორი, გათვლილი ნაბიჯები, იმისთვის, რომ მომხდარიყო ლეგიტიმური საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.- აღნიშნა თავის გამოსვლაში შეხვედრაზე, ქალაქ ზუგდიდის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ხათუნა დარასელიამ.  შეხვედრაზე სიტყვა ითხოვა ფილოსოფოსმა ირმა აკობიამ. მან  დაგმო ის ფაქტი, რომ პირველი პრეზიდენტის ძეგლთან მიდიან ისეთი ადამიანები,რომლებიც ღირსნი არ არიან იქ მისვლის.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!