ოფიციალური შეხვედრა თურქ სპეციალისტებთან წარმატებით დასრულდა


  • საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ლია ბუკია, 19 თებერვალს, შეხვდა ექიმ ინსტრუქტორს, თურქეთის ბარიატრიული ასოციაცის წევრს მუზაფერ ალის.

მუზაფერ ალი, 2013 წლიდან სან პაულო-ბრაზილიის უნივერსიტეტის პროფესორი ექიმია. მან დაიწყო ლაპაროსკოპიული მეტაბოლური ქირურგიის ოპერაციები სერხიო სანტოროს მხარდაჭერით. რის გამოც მიიღეს მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის წევრად და შეიყვანეს მეტაბოლური ქირურგიის სამუშაო ჯგუფში. ექიმი ალი დღეს, მსოფლიოში მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის 25 წევრს შორისაა.

შეხვედრაზე, თანამშრომლობის ფარგლებში, განხილულ იქნა სამომავლო გეგმები. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული მხარისთვის ტრენინგების ჩატარებასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარების, ექიმების გაცვლით ვიზიტებსაც ითვალისწინებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იხსნება საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ნეიროგანვითარების ცენტრი. ნეიროგანვითარების ცენტრი მრავალპროფილურია, სადაც მომსახურებას გასწევენ უმაღლესი რანგის თურქი და ქართველი სპეციალისტები. ცენტრი აღიჭურვება მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.

პროექტი არის ახალი სიტყვა სამედიცინო სფეროში, სადაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება. საჭიროების შემთხვევაში მოხდება, ანალიზების გაგზავნა თურქეთში. ასევე ტომოგრაფიისა და რენტგენის სურათების გაშიფვრა თურქი პროფესორების მიერ.

კვლევითი ინსტიტუტის მიზანია, შეამციროს იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ საზღვარგარეთ და გაუწიოს მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება ზუგდიდში ქართველ და თურქ ექიმებთან ერთად. კვლევით ინსტიტუტს დაგეგმილი აქვს, გახდეს ამიერკავკასიაში საუკეთესო რეგიონული ცენტრი.

საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონო ლია ბუკია აცხადებს, რომ ცენტრის სავიზიტო ბარათი პროფესიონალიზმია..

“მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი, მაღალი დონის მომსახურება, სასიამოვნო გარემო, ლაბორატორიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის სრული სპექტრი, მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტები და უახლესი მეთოდები. ცენტრი ყველა დარგს და მიმართულებას მოიცავს, ამიტომაც მისი ტექნიკური აღჭურვა უპრეცედენტო მასშტაბისაა. ჩვენი მიზანია, პაციენტმა, ერთ სივრცეში, ყველანაირი სერვისი მიიღოს, ეს მიზანი კი, განაპირობებს სამედიცინო აპარატურის მრავალფეროვნებას კვლევით ინსტიტუტში. ის აღჭურვილია ბოლო თაობის უახლესი ტექნიკით, რის საფუძველზე, პაციენტი იღებს სრულფასოვან სერვისს. ამ ყველაფერს ამყარებს საუკეთესოდ მომზადებული თურქი და ქართველი პროფესიონალების გუნდი, რომელთა ხელშიც უახლესი სამედიცინო აპარატურა კიდევ უფრო ეფექტურია”.

კვლევითი ინსტიტუტი თანამშრომლობს ქალაქ სამსუნის კვლევით უნივერსიტეტთან, ბატონ ჯემალ ბერიძესთან, რომელიც მხარდამჭერია ამ საქმის, რომელიც ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!