19 ნოემბრის შუადღიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბრის შუადღიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + 6 =

Akismet ანტისპამი