19 მაისს საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

„საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. რვავე მუნიციპალიტეტში არჩევნები ჯამში 26 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ცესკომ მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ხუთივე მერის რიგგარეშე არჩევნები 362 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.
სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისთვის. მათ შორის, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. იქიდან გამომდინარე, რომ ხელმოწერების რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 პროცენტის მიხედვით, სხვადასხვა ოლქისთვის ხელმოწერების რაოდენობა განსხვავდება“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

19 მაისს ასევე გაიმართება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნული არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკომ 20 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს საერთო ჯამში 410 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 401 750 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!