არჩევნების გამო, ზუგდიდის სასტუმროებში ადგილები არ არის


ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ზუგდიდის მერის 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს.

ქალაქში საარჩევნოდ ცნობილი სახეები ჩამოვიდნენ,–სამთავრობო და არასამთავრობო ჯგუფების წარმომადგენლები, პარლამენტარები, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტები, ოპერატორები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დამკვირვებლები.

ქუჩებში ხალხმრავლობა, გაიზარდა მანქანების რაოდენობა, იმატა საცობების რიცხვმა.

საინტერესო ამბავი ხდება სასტუმრო ბიზნესში. “ზუგდიდელებმა” www.booking.com-ში აღმოაჩინა, რომ ზუგდიდში ყველა დიდი სასტუმრო და პოპულარული საოჯახო სასტუმრო დაკავებულია. ამ სასტუმროებში, 18–19–20 მაისისთვის, დაჯავშნილია ყველა ნომერი.

ამ დროისთვის უჩვეულო მოთხოვნაა საოჯახო სასტუმროებზეც. არჩევნების გამო ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები მოსახლეობასაც უკავშირდებიან ნაცნობების მეშვეობით და ითხოვენ  ორი დღით ოთახების მიქირავებას. სასტუმროს ადმინისტრატორების პასუხი ერთია–ხომ იცით, კვირას არჩევნებია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!