18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 2 კვირით იკრძალება


  • 18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 2 კვირით იკრძალება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ეს აკრძალვა უკვე მოქმედებს რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით.

“საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ ექნებათ საშუალება გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები. ამ მიმართულებებზე საგარეო საქმეთა მინისტრი დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!