- 18 მაისი, მუზეუმების საერთაშორისო დღეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დედა მუზეუმი დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმი მსოფლიოში ცნობილია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს აქვს იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი სოფელ ცაიშში, სოლომონ ცაიშვილის სახლ-მუზეუმი ურთაში, კონდრატე თათარიშვილის სახლ-მუზეუმი ძველ აბასთუმანში, ალექსანდრე საჯაიას სახლ-მუზეუმი ოდიშში, ზურაბ ნარმანიას და ვანიონ დარასელის მუზეუმები სოფელ კახათში. ზუგდიდის ცენტრში: ზვიად გამსახურდიას ოთახ-მუზეუმი, მედია მუზეუმი და სპორტის მუზეუმი.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს.