18 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

“ქ. თბილისში 15-16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -15, დღისით -5, -7 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!