18 მაისამდე შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

‘თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!