- ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა.
ანა მიქელაძის ინფორმაციით, ხმა ამ დროისთვის, 1 მილიონ 607 530 ამომრჩეველმა მისცა.
“საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება საჩივრებს, მისივე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 165 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს.
“თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას”, – განმარტა მან.