- 17 სექტემბერს, ზუგდიდში “ზუგდიდობა 2023” გაიმართება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
14 სექტემბერს, სადღესასწაულო დღეები გაიხსნება ბენდის 4D Monster Lobsters – ის სოლო კონცერტით.
15 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე. ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი, წელს მეორედ გაიმართება.
17 სექტემბერი- ღონისძიების კულმინაცია ” ზუგდიდობა 2023″
დღის განმავლობაში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და დადიანების სასახლეში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის: წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, სოფია ხარჩილავას დეფილე, რეწვის ოსტათა გამოფენა- გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.
დღის დასასრულს, საპატიო წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია
სადღსასწაულო დღეები გალა-კონცერტით დასრუდლება.
მონაწილეები: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე , ნატალია თავართქილაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი ” სუხიშვილები” .