17-23 თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის


17-18 თებერვალი – მთვარე მშვილდოსანშია (12:38-მდე). ოპტიმისტური და ხალისიანი ხართ. წაისვით კანზე ცხიმიანი კრემები. გაუფრთხილდით ღვიძლს. ზომიერება გმართებთ ცხიმიან და შემწვარ საკვებთან და მედიკამენტებთან.
18 თებერვალი – (12:38-დან) მთვარე თხის რქის ზოდიაქოშია. მოიმატებს შრომისუნარიანობა, გამძლეობა. კარგი დღეა სამკურნალო შიმშილობისთვის, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩასატარებლად.
კარგია – მანიკიური, პედიკიური. კარგ შედეგს მოგიტანთ აბაზანა, სტოუნთერაპია.
ცუდია – კბილების მკურნალობა, მუხლებთან რაიმე ჩარევა.
21-22 თებერვალი – მთვარე მერწყულშია. სიახლეები და თავისუფლებისკენ სწრაფვა მოგინდებათ. აგრეთვე, გარშემო მყოფების რაიმეთი გაოცება.
კარგია –
ექსტრავაგანტური ვარცხნილობა და ჩაცმულობა, პილინგი და ეპილაცია.
ცუდია – პლასტიკური ოპერაციები, აპარატურული კოსმეტოლოგიის გამოყენება.
23 თებერვალი – მთვარე თევზებშია (8:38-დან). მოიმატებს განმარტოებისა და დასვენების სურვილი. გამოიყენეთ დღე მედიტაციის, სულიერი პრაქტიკებისთვის. იმატებს ალერგიისადმი მიდრეკილება.
კარგია – მსუბუქი კოსმეტიკური მასაჟი, აუზსა და აკვაპარკში ვიზიტი.
ცუდია – ნებისმიერი პროცედურა ტერფებზე.
17 თებერვლიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. შეაჩერეთ ახალი იდეების განხორციელება, ახალი საქმეების დაწყება, კარდინალური ცვლილებები. სხვა პერიოდისთვის გადადეთ კბილების გეგმიური მკურნალობა. მერკურის რეტროგრადული პერიოდი მერწყულისა და თევზების ზოდიაქოების პერიოდზე გადის. უმჯობესია, გაერკვეთ საკუთარ შინაგან სამყაროში და ცხოვრებისეულ წესებში. ამ კვირაში მთვარე კლებადია. ამიტომ, არ დაიტვირთოთ თავი საქმეებით. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ და გათვისუფლდეთ ყველაფერ იმისგან (ნივთები, ადამაინები, საქმეები), რაც გამძიმებთ, დრომოჭმული და უსარგებლოა.
ვერძი
პირადი ცხოვრება ყველა საქმეზე წინ დააყენეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მისი დახმარების იმედი გქონდეთ. მარტოხელებს აქვთ შანსი, გაიცნონ ადამიანი, ვის გვერდითაც თავს პრინცესად იგრძნობენ.
კვირის რჩევა: გამოასწორეთ შეცდომები და აირიდეთ უსიამოვნებები.
კვირის საუკეთესო დღე: 18.
კურო
ნუ ეცდებით, რომ ყველას მოაწონოთ თავი. უმჯობესია, პირველ რიგში საკუთარი თავი გაინებივროთ. პარტნიორმა ხანდახან მაინც უნდა იზრუნოს თქვენზე. მარტოხელებს მოუნდებათ გულახდილი საუბარი. აირჩიეთ ის, ვის მიმართაც გულგრილი არ ხართ.
კვირის რჩევა: რატომ ფიქრობთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ? დატკბით ყოველი მომენტით.
კვირის საუკეთესო დღე: 17.
ტყუპი
რომანტიკასა და კარიერას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ და მეტ დროს სამუშაოს, საქმეების დასრულებას დაუთმობთ. მარტოხელებს ვალდებულებების გამო ახალდაწყებული ფლირტის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცემათ, მაგრამ ცოტა ხანში საინტერესო ნაცნობობისთვის მოემზადეთ.
კვირის რჩევა: შანსი მოგეცემათ, პროფესიონალური ნიჭი გამოავლინოთ. ახლა ჩრდილში დგომის დრო არაა.
კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20.
კირჩხიბი
საქმეები და უამინდობა (შინაგანი განწყობის) კვირის ბოლომდე გასტანს. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. მარტოხელები რომანტიკის ნაკლებობას განიცდიან. მიმოიხედეთ, იქნება არის თქვენ გვერდით ადამიანი, ვისთან ერთადაც ცივ საღამოებს გაატარებთ.
კვირის რჩევა: ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მომავალი კვირისთვის გადადეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 20.
ლომი
საყვარელ ადამიანს შეახსენეთ, რომ ისევ არსებობთ მის ცხოვრებაში. ხშირად გაანებივრეთ ალერსით. მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა ელით.
კვირის რჩევა: გამარჯვების მოსაპოვებლად ზოგჯერ ბრჭყალებიც უნდა გამოაჩინოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 19, 22.
ქალწული
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში მოიმატებს თქვენი პოპულარობა. საყვარელ ადამიანში თქვენი დაკავებულობა გაღიზიანებას და ზოგ შემთხვევაში – ეჭვიანობასაც კი იწვევს.
კვირის რჩევა: ოქროს შუალედს უნდა მიაგნოთ სამსახურშიც და გარშემო მყოფებთან ურთიერთობაშიც.
კვირის საუკეთესო დღეები: 17, 23.
სასწორი
მარტოხელებს რომანტიკა და თავგადასავლები თავად მოგძებნით. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგახალისებთ.
კვირის რჩევა: სასიამოვნო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20.
მორიელი
ახლობლები დაგეხმარებიან, თუ საცხოვრებლის შეცვლა, რემონტის დაწყება ან ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა გადაწყვიტეთ. მარტოხელები ნუ ელით, რომ თქვენი სიმპათიის ობიექტი პირველი გადმოდგამს ნაბიჯს, თავად უნდა გააქტიურდეთ.
კვირის რჩევა: მეტად უნდა გააქტიურდეთ სასურველის მოსაპოვებლად და ეს მხოლოდ პირად გრძნობებს არ ეხება.
კვირის საუკეთესო დღე: 19.
მშვილდოსანი
ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და მეტი დრო დაუთმეთ რომანტიკას. დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს და გაარკვიეთ, რა აკლია მას თქვენგან ყველაზე მეტად. მარტოხელებმა მიიპატიჟეთ ყავაზე სიმპათიური ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ.
კვირის რჩევა: სასიამოვნო ადამიანების გვერდით მეტი დრო გაატარეთ. ეს სულიერი ჰარმონიის მიღწევაში დაგეხმარებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 18.
თხის რქა
დაფიქრდით სასიყვარულო თემებთან დაკავშირებით. შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ – ვინ გინდათ რომ იყოს თქვენ გვერდით. ეცადეთ, გათავისუფლდეთ ყველაფერ იმისგან, რაც გამძიმებთ ახალმთვარეობამდე.
კვირის რჩევა: ნუ გადადებთ გულახდილ საუბარს მომავლისთვის, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება.
კვირის საუკეთესო დღე: 23
მერწყული
მაგნიტივით იზიდავთ მამაკაცების ყურადღებას. ურთიერთობის სამომავლოდ გაგრძელება თქვენს განწყობასა და სურვილზეა დამოკიდებული. მარტოხელებს გაქვთ ყველა შანსი, თქვენს ცხოვრებაში მიიპატიჟოთ სასურველი ადამიანი.
კვირის რჩევა: გამოიყენეთ ყველა შანსი, რათა სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც 100 პროცენტით გამარჯვებული დარჩეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 19.
თევზები
სამსახურის საქმეების გამო პირადი შეხვედრები იშვიათი გახდება. ეცადეთ, დიპლომატიურად მოაგვაროთ ყველა მწვავე საკითხი. დაქორწინებულებმა გამონახეთ ერთი კონკრეტული დღე, რომელსაც საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარებთ. მარტოხელებს რომანტიკული თავგადასავალი სამსახურში გელით.
კვირის რჩევა: რაც უფრო მეტად იქნებით მიზანმიმართული, მით მეტად მოიპოვებთ წარმატებას.
კვირის საუკეთესო დღე: 21.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!