17 სექტემბერს, ზუგდიდში “ზუგდიდობა 2023” გაიმართება


  • ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

14 სექტემბერს, სადღესასწაულო დღეები გაიხსნება ბენდის   4D Monster Lobsters – ის სოლო კონცერტით.

15 სექტემბერს,  20:00 სთ-ზე, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში,  კლასიკური მუსიკის  ფესტივალი, წელს მეორედ  გაიმართება.

17 სექტემბერი – ღონისძიების კულმინაცია ” ზუგდიდობა 2023″.

დღის განმავლობაში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში და დადიანების სასახლეში  დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის: წიგნის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა, სოფია ხარჩილავას  დეფილე, რეწვის ოსტატთა გამოფენა – გაყიდვა, უფლისწულ ნიკოს ვახშმის სტილიზებული წარმოდგენა.

დღის დასასრულს, საპატიო წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონია.

სადღესასწაულო დღეები გალა-კონცერტით დასრულდება.

მონაწილეები: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი ” სუხიშვილები”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.