17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი


  • 17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.

„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ხვალ დღისით ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. აჭარის სანაპირო რაიონებში კი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში +31+36 გრადუსამდეა მოსალოდნელი, მთაში +30+32 გრადუსი, მაღალ მთაში +20+25 გრადუსი. 13 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, პარალელურ რეჟიმში მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. დაბლობ რაიონებში, ისევე როგორც მთიან რაიონებში ტემპერატურა +27+29 გრადუსი, სანაპირო რაიონებში კი ტემპერატურა +26 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მომავალ კვირას ბარში +29+31 გრადუსი, მთიან რაიონებში კი +27+30 გრადუსი იქნება. შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურა +28+31 გრადუსი“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.