16-დან 18 წლამდე პირების „ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო


  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო.

„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × 3 =

Akismet ანტისპამი