16-19 ნოემბერს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17-19 ნოემბერს +10, +15 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება. მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოთოვს. ბარშიც 19 ნოემბერს შესაძლოა თოვლჭყაპი აღნიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში 19 ნოემბერს დღისით +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 16-17 ნოემბერს +13, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბერს აცივდება, მოსალოდნელია ნისლი და დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპიც. ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!