N16 საბავშვო ბაღმა სასკოლო ასაკის აღსაზრდელები გააცილა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეთექვსმეტე საბავშვო ბაღმა, სასკოლო ასაკის ბავშვები საზეიმო ღონისძიებით გააცილა. პატარები სახალისო და თეატრალიზირებული ნომრებით წარსდგენენ სტუმრების წინაშე.

სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს, სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ. “დღეს, ძალიან ლამაზი ღონისძიება შესდგა. მეთექვსმეტე ბაღი ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და დღესაც ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. ჩემს პატარებს მინდა წარმატებული მომავალი ვუსურვო და დღევანდელი დღისთვის მადლობა გადავუხადო.”

აღსაზრდელებს საბავშვო ბაღში სწავლის დასრულება მიულოცა ბაღის გამგემ ეკატერინე ბენდელიანმა. “დღეს, მათ ულამაზესი სანახაობა შემოგვთავაზეს. ძალიან ჭკვიანები, ენერგიულები და მიზანდასახულები არიან. წელს, მეთექვსმეტე საბავშვო ბაღმა 28 აღსაზრდელი გააცილა სკოლაში. მინდა თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო”.

ღონისძიების ბოლოს, სასკოლო ასაკის აღსაზრდელებს საბავშვო ბაღისაგან გადაეცათ დიპლომები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!