- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 16-18-19 ივლისს ანაკლია მუსიკალურ საღამოებს უმასპინძლებს.
“16 ივლისს, ანაკლიაში საზაფხულო სეზონი გაიხსნება. 20:00 სათზე, ანაკლიის ბულვარში ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭების“, ნინი ქარსელაძისა და მარიკა თხელიძის კონცერტი გაიმართება.
18 ივლისს ანაკლიაში 12:00 საათიდან დაიწყება სპორტული ღონისძიებები. 20:00 საათზე ჯგუფი ,,ურსას“ კონცერტი გაიმართება.
19 ივლისს კი, ანაკლიაში ელენე ფოჩხუასა და ბენდის კონცერტი გაიმართება.”-აღნიშნულია ინფორმაციააი.
ინფორმაციისთვის: ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, ზუგდიდის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ( DMO) მხარდაჭერით იმართება.