15:00 სთ–ის მონაცემები ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო ოლქში


ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, სამი საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 33 ათას 153 ამომრჩეველმა. მირანდა მესხის განმარტებით, ეს ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 27, 49%-ს შეადგენს. 

“არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ოლქში ათი საჩივარია შემოსული. ეს საჩივრები არის, პარალელურად, უბანზე რეგისტრირებული. საჩივრები აღმოფხვრილია. ეს ეხება წილისყრაში მონაწილეობაზე უარს, გადასატანი ყუთის დაგვიანებით გასვლას, წარმომადგენლის მხრიდან შემოტანილია საჩივარი, რომელიც ეხება სააგიტაციო მასალის დაზიანებას, ჩამოხევას. ამას შესაბამისად მოვიკლევთ და მოვახდენთ შესამის რეაგირებას”.

დღეს, საქართველოს მოსახლეობა, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 120616 ამომრჩეველია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!