ცესკო – 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა


  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 991 651 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28.22%-ია.

ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს. მისი თქმით, ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას და საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 30 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!