15-17 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

“თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

14 − ten =

Akismet ანტისპამი