15 – 16 ივლისს, ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი “კოლხი და“… გაიმართება


  • 15 – 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერიის მხარდაჭერით, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის  ფოლკლორის IV  საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და“… ჩატარდება.

ღონისძიება 15 – ივლისს, 19:00 საათზე, სოფელ ჯიხაშკარში გაიხსნება.

ჩატარდება პოლიკარპე ხუბულავას ჩანაწერების აუდიო- ვიდეო დისკის პრეზენტაცია, ა.ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით,

16 ივლისს,  20: 00 საათზე, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გალა კონცერტი

ღონისძიების წამყვანი: ტელეწამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.

ასევე, როგორც  წინა წლებში,  ფესტივალის ფარგლებში,  მოეწყობა  ღვაწლმოსილი ლოტბარების, ინდივიდუალური შემსრულებლების, ფოლკლორული ანსამბლების  ფოტო – გამოფენა და  ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა.

დასწრება თავისუფალია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!