- საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ იმართება. 15 ოქტომბერს “ღვინის დღეებს” ზუგდიდი მასპინძლობს. ღონისძიება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.
იხილეთ “ღვინის დღეების” პროგრამა:
საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი.
• 17:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00-21:00 კვების სივრცე: პურის ცხობა, მწვადის შეწვა, ჭაჭის გამოხდა, ჩურჩხელის ამოვლება, ფელამუშის მომზადება.
• 17:00-20:00 კულინარიული აქტივობები შეფ-მზარეულთან ერთად.
• 17:00-20:00 სომელიეს სესიები და ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია.
• 17:00-21:00 საგამოფენო სივრცე – მუსიკალური ქვევრით გაცოცხლებული საქართველო, ღვინის ისტორიის სტენდები.
• 17:00-20:00 საბავშვო აქტივობები: კერამიკაზე ხატვა, ვაზის დარგვა ქოთნებში, შტამპებისდამზადება ღვინის ბოთლის საცობებით, ღვინის ეტიკეტების შექმნა.
• 17:00-20:00 დღის მუსიკალური გაფორმება: მიშოჯავახიშვილი და ირიაო, Dj Roy Fitz.
• 20:00 გალა კონცერტი.
გალა კონცერტის პროგრამა: დავით ევგენიძე და ბენდი, სპეციალური მოწვევით იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო.