- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მაისს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 15-17 მაისს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიკლებს.
14 – 17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.