15 ივლისს ვლაქერნობა აღინიშნება


  • დღეს, 15 ივლისს, ქრისტიანული სამყარო, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, რელიგიურთან ერთად, სახალხო დღესასწაულია ზუგდიდში, სადაც უდიდესი სიწმინდე მარიამ ღვთისმშობლის კვართია დაბრძანებული და იმავდროულად არის ვლაქერნის ხატის სახელობის ეკლესია. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ.

დილის ცხრა საათზე, დადიანების მუზეუმიდან სასულიერო პირებმა გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი, შემდეგ, რამდენიმე წუთით ის დაბრძანებულ იქნა ქალაქის ცენტრში აღმართულ ღვთისმშობლის მოზაიკურ ხატთან. შემდეგ კი, კვართი გადააბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა. სადღესასწაულო წირვის დამთავრების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილობრივ მრევლს და მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ ემთხვიონ ღვთისმშობლის კვართს.

დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!