- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.
“15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში საქართველოს მასშტაბით. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას”, – განაცხადა გიორგი გახარია.