ამ წუთებში, ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია, თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში.
მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი”.
ლაშა გოგიას განცხადებას ჯერ-ჯერობით ვერ ადასტურებს მერიის პრესსამსახური.