- ყაზახეთში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებთან საუბარში, 14 მაისს ზუგდიდში, განვითარებულ მოვლენას გამოეხმაურა.
„ზუგდიდში, ისევე, როგორც ყველა სხვა ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება არჩევნები ჩატარდება უმაღლესი უმაღლესი სტანდარტების დაცვით. არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.