14 დევნილი ოჯახისთვის სახლები აშენდა


სამეგრელოს რეგიონში 14 დევნილი ოჯახისათვის სოცილურად დაუცველი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფისა და სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სახლები აშენდა, რომელიც დღეს, დევნილთა და განსახლების  მინისტრმა სოზარ სუბარმა მოინახულა კომბინატის დასახლებაში.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NsuzUkBw7Zg[/embedyt]მას ახლდნენ  შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი  სვენდ  მონრად გრაუნბოელი. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტში მონაწილეობა შეეძლოთ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ 14 ოჯახს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, მცირე გრანტებიც გადაეცა.

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას  ბეგლინგერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამ პროექტში ჩართულია არა მარტო დევნილები, არამედ უკიდურესად გაჭირვებული ადგილობრივი ადამიანები, “მინდა სამეგრელოს მოსახლეობას განვითარება და კარგი ცხოვრება  ვუსურვო, დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი სახის პროექტები”.

პროექტი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!