12-14 დეკემბერს წვიმა, ქარბუქი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.

სააგენტოს ცნობით, 13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

“მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!