13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთვრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 13 ივლისიდან, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება.

“13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!