- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება, ქარიც გაძლიერდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13 ნოემბერს შენარჩუნებული თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს გაწვიმდება. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.