13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი


  • გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

“ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 11-12 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება.

ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 13 ნოემბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.”-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!