13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება


  • რეგისტრაციის პროცესი 09:00 საათზე დაიწყება და 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო მშობლებს შესაძლებლობას აძლევს ელექტრონულად გააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://www.mes.gov.ge/mesgifs/1620655659_3543.pdf

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.mes.gov.ge/content.php?id=12104&lang=geo


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 + seventeen =

Akismet ანტისპამი